TaoNews.Ge

“ოპოზიციას მაქსიმუმი, რაც შეუძლია, არის, დასხდნენ მდინარის პირს და დაელოდონ, როდის ჩამოატარებს მდინარე მათი მტრის გვამს” – ექსპერტი

“ოპოზიციას მაქსიმუმი, რაც შეუძლია, არის, დასხდნენ მდინარის პირს და დაელოდონ, როდის ჩამოატარებს მდინარე მათი მტრის გვამს” – ექსპერტი

ოპოზიციას მაქსიმუმი, რაც შეუძლია, არის, დასხდნენ მდინარის პირს და დაელოდონ, როდის ჩამოატარებს მდინარე მათი მტრის გვამს, – აცხადებს “ჯი-ეიჩ-ენთან” ინტერვიუში პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, ოპოზიციის ხმაურის უკან რეალურ ქმედებები არ ჩანს.

“აქციაც კი ორი თვით ადრე გამოაცხადეს და დიდ მზადებას ამისთვისაც ვერ ვხედავ. ელოდებიან, დანიელსონო როდის გადააბარებს ხელისუფლებას. არადა, სულ ტყუილად ელოდებიან. ძალიან ცუდი ვითარებაა. წეღანაც გითხარით და ახლაც გავიმეორებ, რომ პოლიტიკური ელიტა, ოპოზიციურიც და სახელისუფლებოც, მოწყვეტილია ელექტორატს და ეს არის პრობლემატური. ოპოზიციას მაქსიმუმი, რაც შეუძლია, არის, დასხდნენ მდინარის პირს და დაელოდონ, როდის ჩამოატარებს მდინარე მათი მტრის გვამს. მათი ხმაურის უკან რეალურ ქმედებებს ვერ ვხედავ”, – თქვა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და საერთო კანდიდატი ეყოლებათ, ეს იქნება ერთ პარტიად ფორმირება

“არ ვიცი, ნამდვილად ვერ ვფიქრობ, რას იზამენ, მაგრამ ეს ძალიან უცნაური იქნება, თუკი საერთო კანდიდატები ეყოლებათ. მაშინ გამოაცხადონ ერთ პარტიად ფორმირება და ეგ იქნება. კი თანამშრომლობენ ცალკეულ საკითხებზე, მაგრამ რეალურად ერთმანეთის პოლიტიკური კონკურენტები არიან და ყველაფერზე ოპოზიციის ერთიანობის ძახილიც მხოლოდ რიტორიკაა და მეტი არაფერი”, – თქვა ხუხაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!