TaoNews.Ge

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გოგოზე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა – აფხაზეთი საქართველოა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გოგოზე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა – აფხაზეთი საქართველოა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გოგოზე, რომელმაც “ინსტაგრამზე” დაწერა – “აფხაზეთი საქართველოა”. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 27 მარტს სოც. ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე და მასში ასახული ყველა პირის მიმართ დაიწყო.

სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ახალგაზრდა გოგოების ფოტოები ე.წ. დე ფაქტო სამართალდამცავების უნიფორმით.

ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებში დაფიქსირებული მრავალი უკმაყოფილო მესიჯების შემდეგ, გავრცელებული ვიდეოს ავტორის, 2001 წელს დაბადებული ალიონა თანის მშობლები დაიკითხნენ.

“ეს არ არის სწორი. არ მიფიქრია, არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი მსგავს საქციელზე წავიდოდა,” – აცხადებს ალიონა თანის მამა.

თავად ალიონა თანის კი ვიდეორგოლის გავრცელებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოში საზოგადოებისთვის ბოდიში მოახდევინეს.

“მე ვარ ალიონა თანი და გამოვაქვეყნე ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ “აფხაზეთი საქართველოა”. მე მთხოვეს ამის გაკეთება. ყველას ბოდიშს ვუხდი ამისთვის, ძალიან ვნანობ,” – აცხადებს ალიონა თანი

წყარო : რუსთავი2

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!