TaoNews.Ge

ახალი დაპირისპირება მარტვილის ეპარქიაში – მეუფე სტეფანემ დედა სოსანა წინამძღვრობიდან გადააყენა

ოკუპანტი საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთი არ არის-მეუფე სტეფანე

ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთი არ არის და ეს კარგად ვიცით ჩვენ, მარა როცა გვაწყობს ამაზე ვლაპარაკობთ, როცა გვაწყობს არ ვლაპარაკობთ – ამბობს ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე.

ჟურნალისტებმა საკვირაო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავარს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მას კომენტარი სთხოვეს.

მოსალოდნელ რუსული აგრესიასა და შეიარაღებული დაპირისპირებაზე მეუფე სტეფანეს პოზიციაა, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა და ქვეყნებმა უნდა იბრძოლოს არა პოლიტიკურ და სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებისთვის, არამედ “უფალთან ადგილის დამკვიდრებისთვის”. მეუფე სტეფანეს თქმით, მისი ეს პოზიცია პოლიტიკური არაა

“ჩემი პოზიცია პოლიტიკური არ არის. ჩემი პოზიცია არის ის, რომ არავინ არ არ არის მართალი, რომ ყველა ვიბრძვით რაღაცა მზის ქვეშ ადგილისთვის, მაშინ როცა უფლის წინაშე უნდა ვეცადოთ ადგილი დავიმკვიდროთ სასუფეველში, მზის ქვეშ ადგილი არის დროებითი. არც იმპერია, არც პატარა ქვეყანა არავინ არ არის თავის თავზე დამოკიდებული. არავინ არაა დაზღვეული იმისაგან, რომ საბოლოო ჯამში თავიც დაკარგოს და ქვეყანაც, ეს დიდ ქვეყნებსაც ეხება და პატარა ქვეყნებსაც. ამიტომ მე ვფიქრობ, უფლის წინაშე სინანულით ყოფნა გაცილებით ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ მტრობა და ომი არ იყოს, ვიდრე ვთქვათ პოლიტიკური ხლართები და ინტრიგები.” ამბობს სასულიერო პირი.

კითხვაზე, ამ პირობებში როგორ უნდა მოიქცეს საქართველო, მეუფე სტეფანე პასუხობს:

“ჩვენ როგორ უნდა მივემხროთ? ჩვენ ვიცით ვინ რას აკეთებს? ვიცით? რაღაცეებს ვვარაუდობთ და ვფიქრობთ ის ასე იზამს ეს ასე იზამს. რეალურად რა ხდება არ ვიცით.

რუსეთის წინაღმდეგ იქნება თუ ვის წინააღმდეგ, სულ ერთია, ის რუსეთიც ხომ ხლართავს რაღაცას. ის ამერიკაც ხლართავს და ის სხვა ქვეყნებიც და ამ ხლართებში გაბმას, ჯობია უფალთან ვიყოთ და უფალი ამას ყველაფერს გაასუფთავებს…

ეს კლიშეები ზოგადად, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთი არ არის და ეს კარგად ვიცით ეს ჩვენ, მარა როცა გვაწყობს ამაზე ვლაპარაკობთ, როცა გვაწყობს არ ვლაპარაკობთ.

ის რუსეთიც, ის ამერიკაც, ის ირანიც, ის სხვა ქვეყნებიც არ არინ თავის თავზე დამოკიდებული. უფალს როგორც უნდა ისე გადაწყდება და ჩვენ არავის ინტერესებს არ უნდა გადავყვეთ, ჩვენ ვიცით საქართველო. საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრების წესი უნდა გვქონდეს ისეთი, რომლითაც ღვთის წინაშე დავიმსახურებთ, რომ ვიყოთ და თავისუფალი და გახარებული ქვეყანა და ამისთვის ჩვენი ზრუნვა უნდა იყოს არა იმ მიმართებით პოლიტიკურ ალიანსებთან, ან სამხედრო ალიანსებთან დავიმკვიდროთ ადგილი, უფალთან დავიმკვიდროთ უნდა ადგილი” ამბობს მეუფე სტეფანე.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!