TaoNews.Ge

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგოს ეძებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგოს ეძებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგოს ეძებენ. მე-12-ე კლასელი მარიამ ბურჭულაძე უკვე მეორე დღეა არ ჩანს.

სოფელ შემოქმედში მცხოვრები გოგო გუშინ სკოლაში სამივე გაკვეთილს ესწრებოდა. სკოლის შენობიდან გამავალი ის კლასის ხელმძღვანელმაც დააფიქსირა, თუმცა ამის შემდეგ გოგონა აღარავის უნახავს. სად შეიძლება იყოს არასრულწლოვანი, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერსიები არ არსებობს.

“წყნარი, უკონფლიქტო გოგონაა. არავითარი მოუწესრიგებლობა ან ზედმეტად ემოციურობა მისთვის არ შეგვინიშნავს. ყველანი შოკში ვართ” – აცხადებს შემოქმედის სკოლის დირექტორი ნინო სადრაძე.

ერთ-ერთი ვერსიით, დაკარგული მარიამ ბურჭულაძე ბოლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის გზაზე შენიშნეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.

ამ წუთებში შემოქმედის საჯარო სკოლაში სამართალდამცავები იმყოფებიან და მარიამის კლასის ხელმძღვანელს და კლასელებს ესაუბრებიან.

წყარო : რუსთავი 2

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!