ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები თბილისში ჩამოვიდნენ.
თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფი აგრძელებს 24-საათიან მონიტორინგს.