TaoNews.Ge

“დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი + პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში”- საელჩოები

ნორვეგიამ გეი მოქალაქეებს წარსულში დევნის გამო ბოდიში მოუხადა

ნორვეგიის მთავრობამ გასულ ოთხშაბათს ოფიციალური ბოდიში მოუხადა გეი კაცებს იმ კანონის გამო, რომელიც 50 წლის წინ ჰომოსექსუალ კაცებს შორის სქესობრივ კავშირს კრძალავდა. 1902-დან 1950 წლამდე ამ კანონის გამო დაახლოებით 119 ადამიანი გაასამართლეს და დააპატიმრეს. მხოლოდ 22 წლის შემდეგ, 1972 წლის 21 აპრილს, გაუქმდა კანონი, რომელიც ჰომოსექსუალ კაცებს შორის სქესობრივ კავშირს კრძალავდა.

კანონის გაუქმებიდან 50 წლის შემდეგ ნორვეგიის პრემიერმინისტრმა ოფიციალური ბოდიში მოიხადა. “50 წლის წინ კანონმდებლობისა და სანქციების მეშვეობით ჩვენმა ერმა განაცხადა, რომ ქვიარ სიყვარულს არ ეთანხმებოდა, ახლა კი მთავრობას ამის გამო ბოდიშის მოხდა სურს”, — განაცხადა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დანიის შემდეგ ნორვეგია მსოფლიოში მეორე ქვეყანა იყო, რომელმაც 1993 წელს ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ქორწინება დააკანონა. 2009 წელს კი ჰომოსექსუალი და ჰეტეროსექსუალი წყვილების ქორწინებას თანაბარი სტატუსი მიენიჭა.

“კანონს სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა და აშკარა იყო, რომ ჰომოსექსუალები დისკრიმინაციის, ცილისწამებისა და შანტაჟის მსხვერპლნი იყვნენ. პირადი ცხოვრების გამო ადამიანების დევნა, სამედიცინო უფლებებისა და სამუშაო შესაძლებლობების ჩამორთმევა ჩვენი დღევანდელი ღირებულებების სერიოზული დარღვევაა”, — ნათქვამია ნორვეგიის მთავრობის განცხადებაში

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!