TaoNews.Ge

ნოდია: საქართველოს ეკლესია რუსული ტანკების მხარესაა

ნოდია: საქართველოს ეკლესია რუსული ტანკების მხარესაა

“საქართველოს ეკლესია რუსული ტანკების მხარესაა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია წერს.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
“წელს სააღდგომო წირვას სტამბოლში – კონსტანტინოპოლში დავესწარი. ბერძნული არ ვიცი და მსოფლიო პარტიარქის, ბართლომეს ქადაგებას ვერ გავიგებდი, მაგრამ სიტყვები „უკრაინა“ და „მარიუპოლი“ კარგად გავიგონე. ამის გაგონებაზე გამახსენდა სტალინის ცნობილი რიტორიკული შეკითხვა რომის პაპზე: მას რამდენი დივიზია აქვსო. მას უნდოდა ეთქვა, რომ ვისაც დივიზიები არა აქვს, მისი აზრიც მნიშვნელოვანი არაა (თუმცა, სინამდვილეში ესმოდა, რომ მთლად მასე არ არის საქმე: ამიტომაც დებდა საბჭოთა კავშირი რესურსებს კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ დივერსიებსა და „აქტიურ ღონისძიებებში“).
 
დღეს დიდი ბრძოლაა გაჩაღებული მართლამადიდებელი ეკლესიის მომავლისთვის მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს (პირობითად, „მესამე“ და „მეორე“ რომს) შორის. რუსეთის საპატრიარქოს უნდა, კონსტანტინოპოლის მარგინალიზაცია მოახდინოს და მართლმადიდებელ სამყაროზე კონტროლი დაამყაროს. მისი მთავარი რესურსია შიში პუტინის ტანკებისა და დივიზიების წინაშე. რუსეთის საპატრიარქო „სიმფონიაშია“ამ წუთისთვის მსოფლიოს ყველაზე აგრესიულ და რევანშისტულ დიდ სახელმწიფოსთან. ბართლომეს მხარესაა ისტორიული ტრადიცია და – ეს სულ უფრო ცხადი ხდება – მორალური სიმართლე. სხვა მას არაფერი გააჩნია.
 
მიუხედავად ამისა, მას აქვს გამარჯვების დიდი შანსი. უკრაინის მიმდინარე ომში გამარჯვებას, სავარაუდოდ, მართლმადიდებლობის მომავალზეც ექნება გავლენა. ჯერჯერობით, საქართველოს ეკლესია ამ დაპირისპირებაში რუსეთის ტანკების მხარესაა. ეს მისი ხელმძღვანელობის დანაშაული და ზოგადად ჩვენი ეკლესიის ტრაგედიაა“, – წერს პოლიტოლოგი გია ნოდია.

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!