TaoNews.Ge

რამდენიმე წლის წინ ნინო ბურჯანაძე პოზნერს საქართველოში ეპატიჟებოდა

ნინო ბურჯანაძე – ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ევროკავშირისთვის მიემართა

ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ევროკავშირისთვის მიემართა, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაერთო, რაც მისი შეფასებით, კარგია.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მართლაც უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარეს. ეს არის „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი“ და „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი“, მათ პირველ რიგში დააინიცირეს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ პირებს მიგვემართა ევროპის სტრუქტურებისთვის და გაგვეკეთებინა ის, რაც არ გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ“, – ასე შეაფასა ბურჯანაძემ მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების, პარტიების და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელის მიმართ გაგზავნილი მიმართვა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ დოკუმენტში მართლაც უმნიშვნელოვანესი ტექსტია, რომელიც ხელმოწერილია ყოფილი პრეზიდენტების, პარლამენტის თავმჯდომარეების, საგარეო საქმეთა მინისტრების და სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.

„მე ძალიან პრინციპულად დავუჭირე მხარი ამ დოკუმენტს, რადგან დავინახე, რომ საქართველოს ხელისუფლება უშვებს ისტორიულ შანსს ხელიდან. შანსს იმისა, რომ უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობა ჩვენც მოგვეთხოვა. ეს იყო დანაშაული ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ხელისუფლებას ეყო თვითგადარჩენის ინსტინქტი და გუშინ გააკეთა განცხადება ევროკავშირის მიმართვის თაობაზე. ეს არის აბსოლუტურად სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების დამსახურება და ამავდროულად ამ დოკუმენტის დამსახურება, რადგან 3 დღის განმავლობაში მზადდებოდა ეს დოკუმენტი და ის ხელისუფლებასაც გაეგზავნა. პირველ ხანებში ხელისუფლების მხრიდან იყო აბსოლუტური სიჩუმე, მაგრამ როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობების პირების მხრიდან და ჩვენ გავაგზავნეთ ეს დოკუმენტი შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ბორელის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების სახელზე, ხელისუფლებამ დაინახა, რომ უბრალოდ უკან დასახევი გზა არ ჰქონდა და გუშინ კობახიძემ გააკეთა განცხადება. მივესალმები მათ ამ გადაწყვეტიელბას, მაგრამ მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს არის პირველ რიგში ქართული საზოგადოების, სამოქალაქო სექტორი აქტიურობის და იმ პოლიტიკოსების დამსახურება, რომელთაც ყველანაირი მექანიზმები ჩავრთეთ იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოგვეღვიძებინა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!