TaoNews.Ge

ნიკოლოზ მჟავანაძე- ტვ პირველს ბერა ივანიშვილზე და ირაკლი ღარიბაშვილზე დღევანდელი სიუჟეტი გიორგი გახარიამ შეუკვეთა

ნიკოლოზ მჟავანაძე- ტვ პირველს ბერა ივანიშვილზე და ირაკლი ღარიბაშვილზე დღევანდელი სიუჟეტი გიორგი გახარიამ შეუკვეთა

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე და საინფორმაციო სააგენტო ,,ტაო ნიუსის” გენერალური დირექტორი ,,ტვ პირველის” ეთერში გასულ დღევანდელ სიუჟეტს ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

,,ნაცებთან დაახლოებულმა გია ხუხაშვილმა რომელიც წარსულში  ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობდა, ყოფილ პრემიერს და ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელს  გიორგი გახარია  მიუყვანა და რეკომენდაციაც გაუწია – ძალიან გამოგადგებათ კარგი კადრიაო. დღიდან ხელისუფლებაში ყოფნისა გიორგი გახარიამ თავისი მოქმედებებით დაამტკიცა რომ ის იყო ნაცების ჩანერგილი კადრი ივანიშვილის ხელისუფლებაში. სწორედ მან აღაზევა ორი გვამის ოპერაციის ორგანიზატორი ხოჯევანიშვილი. სწორედ მან დანიშნა ყველა წამყვან პოზიციებზე ნაცები, სწორედ მასზე მუშაობდა კუდის ყოფილი აგენტი ნუკრი იგივე ელისო კილაძე რომელსაც ღარიბაშვილის დისკრედიტაცია ჰქონდა დავალებული, სწორედ ამ და სხვა საცეცეებით  იბრძოდა გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ რომელიც მან შექმნა ხელისუფლებაში ყოფნისას. ლიბერასტული და ფემინისტური ჯგუფების მხარდაჭერა რომ მოეპოვებინა თავის მოადგილედ მიიყვანა ბაია პატარაიას დაქალი ნათია მეზვრიშვილი რითაც სოროსის ფონდის დაფინანსებული ძლიერი ჯგუფებისგან კეთილგანწყობაც დაიმსახურა. რიონის  ხეობის თურქებზე გამსხვისებელი, შსს-ს ღირსების შემლახველი, ნარკობარიგებისთვის ბოდიშის მომხდელი, მელიას ,,გმირად მქცეველი” გიორგი გახარია კუდის მოქნევას დღეს შეეცადა. შეუკვეთა  რა ,,ტვ პირველს” ხელისუფლებაში მყოფი მისი საცეცეების მეშვეობით ბინძური და დანაშაულებრივი სიუჟეტი ბერა ივანიშვილზე და ირაკლი ღარიბაშვილზე და ჰგონია რა რომ ეს სიუჟეტი იგივე ეფექტს გამოიწვევს რაც ციხის კადრების გავრცელებამ გამოიწვია 2012 წელს, ტვ პირველის, გიორგი გახარიას და მისი საცეცეების დღევანდელი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ყოველივეზე გამოძიებაც უნდა დაიწყოს:

სისხლის სამართლი კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად 

კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა

1. კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის „კომპიუტერული მონაცემი“, „კომპიუტერული სისტემა“ და „უნებართვო“ განიმარტება ამ კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული განმარტებების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
მუხლი 159. პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა
1. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერის ან ტელეგრაფით, კომპიუტერული სისტემით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების უკანონოდ მოპოვება, გახსნა, შინაარსის გაცნობა ან შენახვა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერის ან ტელეგრაფით, კომპიუტერული სისტემით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნაცების ერთმა სექტანტმა  ნატა ფერაძემ  ერთხელ თქვა 2012 წლამდე ვახველებდიო. ისე საინტერესოა რას აკეთებდა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ასეთს რომ 2012 წლამდე ერთი სიტყვა არ დასცდენია სააკაშვილის რეჟიმზე და მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნისას იხსენებდა როცა საიჭირო იყო რეჟიმის მხეცობებს, ალბათ ის და ნატა ფერაძე ერთად ახველებდნენ.”  ‘

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!