TaoNews.Ge

ნიკა მელია -დღეს, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსთაველის გამზირზე ვერ დავინახე

ნიკა მელია -დღეს, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსთაველის გამზირზე ვერ დავინახე

“ვუყურე მე ამ დაანონსებას და პირველ რიგში, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა ოპოზიციურ პარტიას. გული დამწყდა, რომ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე, არადა მნიშვნელოვანი თარიღი იყო. კარგი დასაწყისი არის კარგი დაბოლოების საწინდარი, სამწუხაროდ, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პირველი პირი, ვერ დავინახე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის დასანანი არის.

სხვა უკეთესი გამოსავალი, გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს და საერთაშორისო საზოგადოებასთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენ, ოპოზიციას დაგვეხმაროს, რომ საწადელი მივიღოთ, ვფიქრობ, მაისის ამ კონკრეტულ დღეს არ გვექნება. მე ვთხოვდი საზოგადოებას ყველამ გავიაზროთ, ეს არაა ბრძოლა რომელიმე პოლიტიკური პარტიის და ლიდერის, ესაა ბრძოლა ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ”, –  განაცხადა „ერთიანი ნაციონალურის მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ  რუსთაველის გამზირზე,  ოპოზიციის სამოქმედო გეგმის გაცნობის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!