TaoNews.Ge

ნიკა გვარამია – მედია ტერორის წამხალისებელი „ქართული ოცნება“ აუცილებლად აგებს პასუხს ამ ყველაფრისთვის

ნიკა გვარამია – მედია ტერორის წამხალისებელი „ქართული ოცნება“ აუცილებლად აგებს პასუხს ამ ყველაფრისთვის

„მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტის ემა გოგოხიას ავტომობილს მესტიაში საბურავები დაუზიანეს. ჟურნალისტის განცხადებით,  ამ ყველაფრის უკან მესტიის მერი კაპტონ ჟორჟოლიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დგანან.

მომხდარ ფაქტს მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა.

„ჩვენი ჟურნალისტი, ემა გოგოხია, გუშინ იღებდა სიუჟეტს ვიქტორ ჯაფარიძის და მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ქონებაზე და უკანონო ტენდერებზე. ინფორმაციის წყარო იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიერ გამოქვეყნებული დასკვნა. ჟურნალისტმა ვერ მოასწრო სიუჟეტის დასრულება და ღამე მოუწია მესტიაში დარჩენა. ღამე დაურეკა კაპიტან ჟორჟოლიანმა, შესთავაზა ფული და მოსთხოვა ქვეყნის დატოვება, რაზეც მიიღო უარი. დილით, სახლიდან გამოსულ ჩვენს ჟურნალისტს მანქანის ოთხივე საბურავი დაჭრილი დახვდა. ჩვენი სრული მხარდაჭერა და უდიდესი სიყვარული უმაგრეს ემას. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, აღნიშნული მოხელის უმკაცრესად დასჯას. მედია ტერორის წამხალისებელი „ქართული ოცნება“ აუცილებლად აგებს პასუხს ამ ყველაფრისთვის, რასაც ჩადის“, – წერს ფეისბუქ გვერდზე გვარამია

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!