„მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თავისი ცოლი, სოფო ლილუაშვილი მერლინ მონროს შეადარა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გადაცემა „მთავარ ჭკვიანში“ ისაუბრა.
გადაცემის კითხვა ეხებოდა ფილმ „7 წლის თავზე“, სადაც ცნობილი კადრია.
„მერილინ მონრო ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობი ქალია და დღემდე მიმაჩნია, რომ ყველა დროის ლამაზი ქალია და მაგიტომაც მოვიყვანე ის, ვინც მყავს, იმიტომ, რომ მგონია, ჰგავს. აი, ეგრე! სოფო, აწ უკვე შეგიძლია, იცოდე“, – თქვა ნიკა გვარამიამ.