TaoNews.Ge

01.05.2021 / 20:41

ნიკა ბასილაშვილს ირაკლი კაჭარავა 1,5 მილიონ დოლარს სთხოვს

ნიკა ბასილაშვილს ირაკლი კაჭარავა 1,5 მილიონ დოლარს სთხოვს

ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას სარჩეილი სასამართლომ წარმოებაში მიიღო. როგორც იცით, ის ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აბრალებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა და მისი კარიერიული შემოსავლებიდან გარკვეული თანხა ეკუთვნის.

ჩვენ კაჭარავას ადვოკატ მარიკა არევაძეს დავუკავშირდით და საქმის დეტალების გარკვევას მაქსიმალურად შევეცადეთ.

“სასამართლოში საქმე უკვე შესულია და წარმოებაში მიღებულია. ველოდებით მოპასუხეს და ამის შემდეგ უკვე ჩაინიშნება სხდომა.

2017 წლიდან დაიწყო ბასილაშვილის მხრიდან ვალდებულის შესრულების ამოქმედება და მას 2020 წლის ჩათვლით ჰქონდა ვადა, რომ ის შეესრულებინა.

კაჭარავა ჩივილამდე ბასილაშვილს სთხოვდა ვალდებულის შესრულებას, თუმცა მან ეს არ გააკეთა და შემდეგ ბატონი ირაკლი კაჭარავა იძულებული გახდა, სასამართლოსთვის მიემართა.

ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ ნიკოლოზი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგნები 50-ეულში მოხვდებოდა, მას უნდა დაეწყო ვალდებულის შესრულება.

მას ირაკლი კაჭარავასთვის საპრიზო ჰონორარებიდან 30%, ხოლო სარეკლამო შემოსავლიდან 50% უნდა გადაეხადა.

ATP-ის ოფიციალური მონაცემი ვიცით, თუ რამდენი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს და აქედან გამომდინარე საპრიზო შემოსავლიდან ბატონი ირაკლი კაჭარავა მოითხოვს 1,5 მილიონ დოლარს”, – ამბობს მარიკა არევაძე.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!