ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სომხეთში ვიზიტის შესახებ “ტვიტერზე” სტატუსს აქვეყნებს:
“დღეს, ერევნის გაფესჩიანის ხელოვნების ცენტრში სიტყვით გამოვედი, სადაც მკაფიოდ განვმარტე, რომ აშშ სომხეთის გვერდით დგას. მთელს მსოფლიოში მიმდინარე ბრძოლაში ავტოკრატიის წინააღმდეგ, ჩვენ ყოველთვის დემოკრატიას და თავისუფლებას ავირჩევთ”, – დაწერა პელოსიმ.