TaoNews.Ge

16.05.2021 / 11:52

„ნებისმიერ მომენტში შენი სახლი შეიძლება შენს საფლავად იქცეს“ – ღაზაში მცხოვრები 5 შვილის დედა

„ნებისმიერ მომენტში შენი სახლი შეიძლება შენს საფლავად იქცეს“ – ღაზაში მცხოვრები 5 შვილის დედა

პალესტინა-ისრაელს შორის კონფლიქტის ესკალაციის დაწყების შემდეგ, ღაზას სექტორში მცხოვრებ 5 შვილის დედას, ნაჯვა შეიხ-აჰმადს დაძინებისაც კი ეშინია. შიში უფრო გამძაფრდა, რაც ბოლო პერიოდში რაკეტებმა მისი ოჯახის სახლთან ახლოს დაიწყო ჩამოვარდნა.

„ღამეები განსაკუთრებით საშინელია ჩემი და ჩემი შვილებისთვის. ნებისმიერ მომენტში შენი სახლი შეიძლება შენს საფლავად იქცეს“,- ამბობს ხუთი შვილის დედა.

ნაჯვას მთელი დღის განმავლობაში რაკეტებისა და ბომბების ხმა ესმის.

“გარშემო ყველაფერი მოძრაობს. ჩვენ კი შიშისგან ვკანკალებთ“,- ამბობს ის.

თავდასხმების დროს ნაჯვას ოჯახი თავს შენობის პირველ სართულს აფარებს.

„ბომბი შეიძლება ნებისმიერ წუთს შენს სახლს ან მეზობლად მდებარე შენობას დაეცეს. ამ ფაქტმა კი, შესაძლოა, შენი სახლი, რომელიც ყველაზე უსაფთხო ადგილად წარმოდგედგინა, შენი და შენი შვილებისთვის საფლავად აქციოს. მოგონებების, ოცნებების და ყველაფრის სამარხად“,- ამბობს ნაჯვა.

ნაჯვა მეუღლესთან და 5 შვილთან ერთად ცხოვრობს.

„როგორც დედისთვის, ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია, საშინელებაა. იმაზეც ვფიქრობ, რამდენი ინფორმაცია უნდა მივაწოდო შვილებს მიმდინარე მოვლენების შესახებ. მარტივია არაა შიში დაფარო“,- ამბობს ის.

არსებული მონაცემებით, ღაზის სექტორში კონფლიქტის შედეგად, სულ მცირე, 83 ადამიანი გარდაიცვალა, ისრაელში – 7.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ირაკლი ღარიბაშვილი – აპრილის თვეში დაფიქსირდა 44.8% ეკონომიკური ზრდა, რაც არის ნამდვილად უპრეცენდენტო და ძალიან პოზიტიური
კიოკუშინის კარატეს ფედერაციის ახალგაზრდა სპორტსმენები ნინოწმინდის პანსიონატში სოლიდარობის ნიშნად ჩავიდნენ და რამდენიმე დღეს ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელებთან ერთად გაატარებენ-ირმა ინაშვილი
კოპირება აკრძალულია!