TaoNews.Ge

ნაცსექტანტები აჭყლოპინდნენ – ისინი არასოდეს ყოფილან სახელმწიფოს სამსახურში, – ერთი მანიაკის სამსახურში იყვნენ და არიან დღესაც

ნაცსექტანტები აჭყლოპინდნენ – ისინი არასოდეს ყოფილან სახელმწიფოს სამსახურში, – ერთი მანიაკის სამსახურში იყვნენ და არიან დღესაც

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პრემიერ ღარიბაშვილის ბრიუსელში  ვიზიტის გარშემო, ქვეყანაში  არსებულ სიტუაციაზე წერს.

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ :

“პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე მიდიოდა და ნაცსექტანტები აჭყლოპინდნენ, ახლა იქ მიშელი და ბორელი, ნახეთ, რას უზამენო! მერე შეხვედრის კადრები გავრცელდა და ახორხოცდნენ, ნახეთ, რა უქნეს, როგორი სახე აქვსო!
ამ ნაცსექტანტების ნაწილი სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდა არც ისე დიდი ხნის წინ და იმდენიც არ ესმით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაზე სახელმწიფოს წარმოადგენდა, საქართველოს სახელმწიფოს! და ვერც მიშელი, ვერც ბორელი და ვერც ვერავინ წარბის აწევით ვერ დაელაპარაკებოდა!
ევროპელმა პოლიტიკოსებმა ძალიან კარგად იციან, რომ როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ელაპარაკებიან, ელაპარაკებიან სახელმწიფოს!
ეს არ ესმით ამ ყოფილ მაღალჩინოსნებს, რადგან ისინი არასოდეს ყოფილან სახელმწიფოს სამსახურში, – ერთი მანიაკის სამსახურში იყვნენ და არიან დღესაც!
ან როდის გინახავთ სააკაშვილივით აცუნდრუკებული ღარიბაშვილი, ახლა რომ მოეღო პირი?!
ვუყურებ, ვუსმენ ამ ხალხს, წარსულში საქართველოს ბედის გადაწყვეტა რომ შეეძლოთ, და ასე მგონია, ყველანი ნატო ჩხეიძის დაუმთავრებელ სიზმარში ვცხოვრობთ, – მელიით, ცხენით, მტრედით!..
მგონი, დროა, ყველამ ერთად გავაცნობიეროთ, რომ ეს ხალხი, – კაზინოების, ღამის კლუბების და სხვა დაწესებულებების კლიენტურა, – პოლიტიკურ პროცესებს სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს, რადგან ამ, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში შემთხვევით მოხვედრილ და გამდიდრებულ არამზადებს, არც თანამდებობებზე ყოფნის დროს ესმოდათ სახელმწიფოს მნიშვნელობა და ინტერესები და არც ახლა ესმით!
ვერც ვერასოდეს გაიგებენ, რადგან მათთვის სახელმწიფო მხოლოდ საშუალებაა ავადმყოფური ფანტაზიების რეალობად გადასაქცევად!
ბრიუსელში კი კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, რომლისთვისაც საქართველოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს!
მომავალშიც ასე იქნება!
ოღონდ, იმ საქართველოში აღარავინ მოუსმენს ამ ე.წ. პოლიტიკოსებს!” – წერს მძინარაშვილი

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!