TaoNews.Ge

“სააკაშვილს ჩამოიყვანენ და სრულად გაათავისუფლებენ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ვერ ხედავთ, რომ მზადდება ეს სცენარი? – ირმა ინაშვილი

ნაცმოძრაობის ტროლმა აიღო ჩვენი გვარები, დააკოპირა და გაავრცელა, რასაც ზოგიერთი გზააბნეულიც აჰყვა-ირმა ინაშვილი.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი:
,,მთელი დღეა ნაცმოძრაობის მხარდამჭერი გვერდები და აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ თითქოს “ანონიმუსის” მიერ გაშიფრულ, რუსეთის აგენტების სიას, სადაც ჩვენი გვარებია ჩამოწიკწიკებული. ტყუილია, ტყუილია და ტყუილია!
სინამდვილეში, ეს არც “ანონიმუსის” და არც სხვა რომელიმე ჰაკერული ჯგუფის მიერ გავრცელებული სია არაა. უბრალოდ, ნაცმოძრაობის ტროლმა აიღო ჩვენი გვარები, დააკოპირა და გაავრცელა, რასაც ზოგიერთი გზააბნეულიც აჰყვა. ნეტა, ვინ დაავალა?
ყველას მინდა ესმოდეს: არავის არ ეშინია არც “ანონიმუსის” და არც ზოგადად, პოლიტიკური ანუსების, რომლებიც მსგავს ტყუილს და უზნეობას კადრულობენ. ჩემს სიცოცხლეში ხელი ისეთ დოკუმენტზე არ მომიწერია, რომ ვიჯდე და ვკანკალებდე!
ვერც ამ 53 ხელმომწერში იპოვის ვინმე უცხო ქვეყნის აგენტს, ერეკლე საღლიანი თუ აგენტი და საქართველოს მტერია, დამთავრებულა საქართველო.
თვითონ ის ფაქტი კი, მიწების ჩაბარებელი პარტიების აქტივისტები, ტროლებ-ბოტებით, ახლაც ომზე რომ ოცნებობენ და სამიზნედ ჩვენ ავურჩევივართ, მართლა საგულისხმოა.
“ანონიმუსია”, თუ “ანონსიმუსი”, ეტყობა, იმდენ ფაილს ამზადებს მათ სპეცკავშირებზე, რომ სხედან კლავიატურასთან და კატებივით კნავიან.
მეგობრებო, მძიმე დროა. თეთრი და შავი არეულია. თავს ნურავის მოატყუებინებთ, ბრმად ნურავის დაუჯერებთ.
აგენტები ღია წერილებს რომ წერდნენ, აგენტურული საქმიანობა საგანგებო და ფარული კი არ იქნებოდა”-წერს ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!