TaoNews.Ge

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ პერიოდულად მაშველ რგოლადაა გადმოგდებული გავრილოვები, ნარიშკინები, პატრიკ დაუნები, თუ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები – სოზარ სუბარი

„მთავარი არხის“ ეთერში გასული რუსეთში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქის პატრიკ დაუნის ინტერვიუსთან დაკაირებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა კომენტარი გააკეთა:

„არ გამოილევა გავრილოვები, ნარიშკინები, პატრიკ დაუნები, რუსეთის სხვადასხვა აგენტები, თუ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პერიოდულად მაშველ რგოლადაა გადმოგდებული ნაციონალური მოძრაობისთვის“ – განუცხადა ჟურნალისტებს  სუბარმა.

მისი თქმით, ერთ მშვენიერ დღესაც აღმოვაჩენთ, რომ საქართველოში რუსეთის ყველაზე დიდი აგენტი არა რომელიმე პატრიკ დაუნი და ნინო ბურჯანაძე, არამედ დესტრუქციული ოპოზიციაა.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!