TaoNews.Ge

ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის – ხორვატიის პრეზიდენტი

ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის – ხორვატიის პრეზიდენტი

ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში ზაგრები მოვლენებისგან მაქსიმალურად დისტანცირებული იქნება. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Unian-ი ხორვატიულ გამოცემა Dnevnik-ზე დაყრდნობით წერს.

“ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვექნება. ესკალაციის შემთხვევაში გამოვიყვანთ [რეგიონიდან] ბოლო ხორვატიელ ჯარისკაცს”, – განაცხადა მილანოვიჩმა უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.

“ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის. უკრაინაში შეიცვალა ხელისუფლება, მაშინ ეს იყო მოძრაობა, რომელიც არ იყო დემოკრატიული, ეს იყო გადატრიალება, რომლის დროსაც 50 ადამიანი მოკლეს. ისტორია ასეთია: უკრაინა მიისწრაფვის დასავლეთისკენ, რუსეთს არაფერს ეკითხება. ფიქრობს, რომ ევროკავშირში მას რძის მდინარეები და “კისელის” სანაპიროები ელოდება. უკრაინა კვლავინდებურად რჩება ერთ-ერთ კორუმპირებულ ქვეყნად. ევროკავშირმა უკრაინას ვერაფერი მისცა”, – განაცხადა მან.

მილანოვიჩის თქმით, ის ყველანაირად ხელს შეუშლის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ხორვატიის ჩათრევას.

“პლენკოვიჩს [ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი, რომელიც უკრაინის ძველი მეგობარია] შეუძლია რამდენიც უნდა დაიმუქროს. ხორვატია ამას, როგორც ხანძარს, უნდა გაექცეს. ხორვატია არ იქნება იქ [კონფლიქტში] მეხანძრე”, – განაცხადა მილანოვიჩმა.

დეკემბერში ზორან მილანოვიჩმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ვიზიტს უკრაინაში “წმინდა შარლატანობა” უწოდა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!