TaoNews.Ge

პრემიერი – ნამახვანჰესთან დაკავშირებით ყველა კითხვას დასაბუთებული, პროფესიონალური პასუხი უნდა გაეცეს – მინდა ვთხოვო ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს, პირადად ჩავიდნენ ადგილზე

„ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება – ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს, – bpn.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაციას Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„შპს ENKA Renewables-მა, რომელიც ჩვენი კომპანიის 90%-იანი შვილობილი კომპანიაა, შეატყობინა საქართველოს, რომ შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება ნამახვანის კასკადის HEPP პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ“, – ნათქვამა განცხადებაში.

კომპანია ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად საკონტრაქტო პირობების დარღვევასა და დიდი ხნის ფორსმაჟორულ სიტუაციას ასახელებს.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამჟღავნებული გადაწყეტილება სრულად შეესაბამება „მატერიალური მოვლენების კომუნიკეთი“ გათვალისწინებულ პრინციპებს და ჩვენ პირადად ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის გამჟღავნებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!