TaoNews.Ge

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ცაგერში აქციას მართავენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ცაგერში აქციას მართავენ

“ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მორიგ აქციას ცაგერში მართავენ.

აქტივისტები მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

„რისი შესაძლებლობაც გვექნება ყველგან გავალთ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს შევხვდებით, იმისთვის, რომ მათი ინფორმირება მეტად მოვახდინოთ. ჩვენ ვკონცენტრირდებით უშუალოდ „ნამახვანჰესის“ ირგვლივ და ზოგადად ენერგოპოლიტიკის ირგვლივ“, – აცხადებს რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას რიონის ხეობის მცველები 23 მაისს თბილისში გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!