TaoNews.Ge

ნაკრები რომელიც კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის გარეშე არაფერს წარმოადგენს

ნაკრები რომელიც კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის გარეშე არაფერს წარმოადგენს

სქართველოს ნაკრები კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის გარეშე არაფერს წარმოადგენს და ეს ამ შეხვედრამაც დაადასტურა. ეს იმას არ ნიშნავს რომ დანარჩენი ფეხბურთელები არ ცდილობდნენ წარმატებული თამაში აჩვენონ, მაგრამ  მწარე რეალობაა ის  რომ, რომ არა ჩაკვეტაძე წინა გათამაშებაშიც ვერაფერს ვიზამდით და რომ არა ხვიჩა კვარაცხელია არც განვლილ  სამ შეხვედრაში გვექნებოდა რაიმე სალაპარაკო.  ამას ემატება მწვრთნელები რომლებიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებენ. ვაისზე იმდენი ითქვა აღარც ღირს მისი გახსენება, მაგრამ სანიოლიმ ამ შეხვედრაშიც დაამტკიცა რომ ის ნაკრების მაჯაზე პულს ვერ გრძნობს. ქვილითაია რომელიც ვერც წინა შეხვედრებში ბრწყინავდა კვლავ მოედანზე იყო,  გიორგი ბერიძე რომელიც  მუდამ ამწვავებდა თამაშს შეცვლაზე შემოსვლისას სკამზე დარჩა, კიტეიშვილი რომელიც შესაცვლელი იყო რადგან გადაიღალა  სანამ თავად არ მოითხოვა ცვლილება არ შეცვლილა. კვეკვესკირი რომელიც ნაკრებში ბოლო შეხვედრებს უღიმღამოდ ატარებს მაინც მოედანზეა, შენგელია რომელსაც შეეძლო გარდატეხის შეტანა თამაშის საშუალება არ მიეცა. მწვრთნელი რომელიც ვერ ხვდება ვინ როდის შეცვალოს, ვინ როდის ათამაშოს არ იმსახურებს შეფასებას, სამწუხაროდ როგორი არაკვალიფიციური ხელმძვანელობაც ჰყავს სფფ-ს, ისეთი არაკვალიფიციური მწვრთნელები მოჰყავს გუნდში.

საბერძნეთი – საქართველო 1:1(0:0)

სალონიკი, „ტუმბა არენა“

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი; ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი; ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმიკასი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87); ცოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

მწვრთნელი: ჯონ ვან ‘ტ სხიპი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე; აბურჯანია (გვილია 74), კანკავა; ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია; ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 1:0 კაკაბაძე (76, ა.გ), 1:1 კვარაცხელია (78)

გაფრთხილება: ფორტუნისი (59), პაპადოპულოსი (67), იაკუმიკასი (70), ზეკა (80) – აბურჯანია (15), კიტეიშვილი (63), კანკავა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 6 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 4:9 თამაგარე: 2:2

მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!