TaoNews.Ge

ნათია ქოლუსი: საქართველო ლგბტ დიქტატურას უნდა გადავარჩინოთ!

ნათია ქოლუსი: საქართველო ლგბტ დიქტატურას უნდა გადავარჩინოთ!

გთავაზობთ ასავალ- დასავალის ჟურნალისტ გიორგი გიგაურის ინტერვიუს კანადაში მოღვაწე ბლოგერ ნათია ქოლუსისთან.
– ნათია, დავიწყოთ იმით, რატომ წახვედი საქართველოდან, თან კანადაში?
– მე საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, აქ 23 წელი ვიცხოვრე და სადღაც, 2014 წელს გავემგზავრე კანადაში, კერძოდ, ტორონტოში. როგორც იტყვიან, თავისუფლების წყურვილმა წამიყვანა კანადაში!
რატომ კანადაში?! იმიტომ, რომ კანადა მსოფლიოს ერთერთ ყველაზე თავისუფალ, ლიბერალურ ქვეყნად მიიჩნევა, შეერთებულ შტატებზე ლიბერალურადაც კი!
თუმცა, რაც მე კანადაში ვნახე, ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური დიქტატურა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ბოლშევიკურ დიქტატურას!
– ანუ თქვენ კანადური ლიბერალიზმის თავისუფლებით ხარობდით, მაგრამ ბოლოს, მიხვდით, რომ ეს თავისუფლება კი არა, თავისუფლებით შეფუთული დიქტატურაა?
– მე პრაქტიკულად, ტორონტოში ჩატარებულ ყველა ლგბტ პრაიდზე ვიყავი და გულწრფელად ვხარობდი ამ ,,თავისუფლებით”!
მე, ტრადუიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი ვხარობდი იმით, რომ იქ, კანადაში, არავინ ჩაგრავდა და ავიწროებდა ამ სექსუალურ უმცირესობებს, რომლებიც უბრობლემოდ ატარებდნენ გეი აღლუმებს და თავს სრულფასოვან მოქალაქეებად მიიჩნევდნენ!
მე ახლაც, წინააღმდეგი ვარ, ყოველგვარი ძალადობისა და დისკრიმინაციისა, მაგრამ მინდა, ვუთხრა საქართველოში მცხოვრებ ,,პროგრესულ” და ,,სექსუალური უმცირესობების დისკრინაციის წინააღმდეგ მებრძოლებს”:
თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რა მოჰყვება ამ ერთი შეხედვით, უწყინარ გეი-პარადებს და რა საშინელებამდე მივა ეს ყველაფერი!
აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ღვთის გმობაა ანდა სატანიზმი, ამ გეი-პარადებით, ნაბიჯ-ნაბიჯ კანონდება ჩვეულებრივი საკონცენტრაციო ბანაკი, ოღონდ არა ფაშიზმის ან კომუნიზმის, არამედ, ლიბერალიზმისა და თავისუფლების სახელით!
– სხვათა შორის, ერთი, 40 წლის წინათ, პრეზიდენტ რეიგენმა იწინასწარმეტყველა, თუ ამერიკაში ფაშიზმი დაბრუნდება, ეს მხოლოდ ლიბერალიზმის სახელით მოხდებაო!
– ზუსტად!
მოკლედ, მე ვხარობდი ამ თავისულების გარემოთი, მეგონა, რომ კანადა თავისუფლების იდეალური ქვეყანაა და ძალიან განვიცდიდი, რომ მაგალითად, შარშან, პანდემიის გამო, ტორონტოში ვერ ჩატარდა ეს ფერადოვანი ლგბტ პრაიდი, სადაც ,,სიყვარულს სქესი არა აქვს”!
– და რა მოხდა იმ ბოლო ნახევარ წელიწადში?!
– რა მოხდა და მე დავინახე, რომ ამ ლგბტ უფლებების ტოტალური გაფეტიშებით და მასობრივად თავს მოხვევით, ხდება ძალაუფლების უპრეცედენტო განმტკიცება!
ანუ ვინც ვითომ ლგბტ უფლებების დაცვისათვის იბრძვის, მათ გეებისა და ლესბოსელების უფლებების დაცვა კი არა, მათი გამოყენებით, მთელი კაცობრიობის დამონება აქვთ დაგეგმილი!
ამიტომაც, ვაფრთხილებ საქართველოს ,,პროგრესულ საზოგადოებას”, თქვენ ლგბტ უფლებების დაცვის სახელით გათამაშებული სპექტაკლის მარიონეტები ხართ და ამ სპექტაკლის მიზანი – კაცობრიობაზე გლობალური ტოტალური ძალაუფლების მოპოვებაა!
და ეს უკვე იმდენად აშკარაა, რომ ვისაც თვალები აქვს, წესით, უნდა ხედავდეს: ევროპასა თუ ამერიკაში, სადაც კი ფართოდ გაუხსნეს კარები ამ ლგბტ მაფიას, ყველაზე დიდი ძალაუფლება სწორედ, მას აქვს და სულ ცოტა ხნის წინ ასეთი დაჩაგრულები, უკვე ისინი კარნახობენ პირობებს!
მაგალითად, კანადაში, არაერთი პატივცემული და ღვაწლმოსილი პროფესორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ აღიარეს ლგბტ თანასწორობის წესები! ანუ თუ თქვენ კანადაში ხართ უნივერსიტეტის პროფესორი და ტრანსგედერ სტუდენტს მოიხსენიებთ ქალად ან კაცად და არ მიხსენიებთ ,,ნეიტრალური ნაცვალსახელით”, თქვენ გაგაგდებენ სამსახურიდან!
სოცქსელებში არაერთი ვიდეოა გავრცელებული, როგორ ატერორებენ სტუდენტები პროფესორებს, აბა, მოგვმართე, როგორც ნეიტრალური სქესის წარმომადგენლებსო!
– ანუ თუ პროფესორი კონსერვატიული ქრისტიანული შეხედულების ადამიანია, მას შეიძლება, მიუგზავნო ტრანსგენდერი სტუდენტები და, სამსახურიდან გაგდებისათვის, მოუწყო ლგბტ პროვოკაცია, ეს ვიდეოზე გადაიღო და მორჩა?!
– დიახ, სწორედ, ასე ხდება ეს ტერორი!
წარმოიდგინეთ, სულ რამდენიმე წელიწადში, მეცნიერება გადაწერეს და ამოაყირავეს!
ადამიანებს თავში ჩაუტენეს, რომ ქალი და კაცი პირობითია – სინამდვილეში, ადამიანი ქალად ან კაცად კი არ იბადება, არამედ დედის საშოდან ჩნდება ,,სოციალური კონსტრუცქცია”, რომელმაც თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ქალია, კაცია თუ კიდევ სხვა რაიმე!
– ეს ,,კიდევ სხვა რამე” კი, უკვე, გენდერის 60-ზე მეტი სახეობაა!
– დიახ! მე მაგალითად, სოცქსელებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი მომიწყეს იმის გამო, რომ ,,ქალს” ვახსენებდი!
ათასობით ადამიანი მივარდებოდა და უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავდა და მაბულინგებდა, ეგ ტრანსგენდერების შეურაცხყოფაა და ,,ქალი” კი არა, ნეიტრალური სქესი უნდა იხმაროო!
აბა, ცენზურა და დიქტატურა კიდევ რა არის?!
– და ეს კეთდება თავისუფლების სახელით!
– დიახ, აი, ეს არის მათი თავისუფლება – ,,ვინც არ გვეთანხმება, ჩვენი მტერია!” ეს ფაშიზმია!
მე იცით, რა მიკვირს? ჩვენ, ვინც კარგად ვიცით და გამოცდილი გვაქვს საბჭოთა პროპაგანდა, ასე მარტივად როგორ ვტყუვდებით ამ ლიბერალური პროპაგანდით? მე ქართულ ტელეარხებს აღარ ვუყურებ, რადგან ასეთი აღვირახსნილი პროპაგანდა საბჭოთა დროსაც კი არ იყო!
კანადაში, მეცნიერები ისე დააშინეს, კითხვებსაც ვეღარ სვამენ! მეცნიერი თუ არ დაეჭვდა და, ჭეშმარიტების დასადგენად, კითხვა არ გაუჩნდა, რაღა მეცნიერია? არა, ბატონო, მათ უკვე დაუდეს წინ დირექტივა, რომ ქალი და კაცი არქაული გადმონაშთია და ამიერიდან, ადამიანი განიხილება უსქესო ,,კონსტრუქციად” რომელიც თავად ირჩევს, რა გენდერს მიაკუთვნოს თავი!
– მიუხედავად იმისა, რა გენიტალიებით დაიბადა!
– დიახ, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ,,ცივილიზებულ დასავლეთში”!
– სხვათა შორის, ამ სამოიდე წლის წინათ, პრემიერ კვირიკაშვილის დროს, განათლების მინისტრ ჯეჯელავას ინიციატივით, სამთავრობო დადგენილებით დაამტკიცეს ბაგა-ბაღებში ,,გენდერულად ნეიტრალური თაობის აღზრდის გეგმა”! პირადად მაქვს ,,ასავალ-დასავალში” რამდენიმე სტატია დაწერილი, რომ არ უნდა დავეშვა საქართველოში ეს კატასტროფა, როდესაც ბაღებში ბავშვებს ბიჭებად და გოგოებად კი არა, უსქესო არსებებად გაზრდიდნენ! და ,,ასავალ-დასავალის” მეცადინეობით, ეს გეგმა ჩაიშალა!
– ეს კიდევ ერთი თვალნათელი ფაქტია, რომ საქართველოზეც მიმდინარეობს ეს გლობალური შტურმი, რომლის მიზანი ტრადიციული ფასეულობების განადგურება და ლიბერალური დიქტატურის დამყარებაა!
და ვინც ამათ წესებს არ ემორჩილება, მათ მარგინალებად, ქსენოფობებად და ჰომოფობებად აცხადებენ და რიყავენ!
გეი-პარადს ეწინააღმდეგები? ესე იგი ბნელი ფაშისტი ხარ! ეს იარლიყების მიწებება კი – ჩვეულებრივი კაცთმოძულეობაა!
ანუ რასაც ვითომ ებრძვიან, ზუსტად იმას აკეთებენ თვითონ!
– ჩვენ ხომ არ ვიძახით, რომ გეები და ლესბოსელები უნდა გავანადგუროთ, მათ აქვთ არსებობის უფლება, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა მოგვახვიონ თავზე მათი ცხოვრების წესი?!
– საქართველოში, ჯერჯერობით, არ არის ის მასობრივი ტერორი, რაც ამერიკასა და კანადაშია! თუმცა, ეს აუცილებლად აქაც მოხდება, თუ როგორმე წინ არ აღვუდექით ამ ლგბტ-ტოტალიტარიზმს!
კანადაში ყველა კარი ღიაა იმისათვის, რომ ადამიანმა სქესი შეიცვალოს – სახელმწიფო დაფინანსებაა როგორც ჰორმონალურ მედიკამენტებზე, ასევე პლასტიკურ ოპერაციებზე! ათასობით ადამიანი იცვლის სქესს.
მაგრამ ბოლო წლებში, მკვეთად იმატა ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობამ! და იცით რატომ?!
იმიტომ, რომ ეს სქესსგამოცვლილები ,,ახალ სხეულში” თავს ძალიან ცუდად გრძნობენ! მათ არავინ დასდევს, არავინ ჩაგრავს, მაგრამ მაინც უბედურებისაგან იკლავენ თავს, რადგან ტვინი გადაუბრუნეს და გააუბედურეს!
ბავშვი რომ მივიდეს კანადაში ფსიქოლოგთან და უთხრას, მგონი, სხვა სქესი ვარო, ექიმს წინასწარ აქვს მიცემული დირექტივა, რომ მაშინვე ჰორმონალური მკურნალობა დაუწყოს, სქესის შეცვლისათვის!
ის კი არა, რომ ექიმმა სექსუალურად მოუმწიფებელ ბავშვს დაკვირვება დაუწყოს, არა, მაშინვე უნდა შესვას ჰორმონებზე! და ბიჭებს ასე უზრდიან მკერდს, გოგონებს კი, პირიქით, მუსკულატურას!
და იქნებ, ეს ჩამოუყალიბებელი, გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდი ცდება?! რომელ ჩვენთაგანს არ უგრძვნია თავი არაკომფორტულად გარდატეხის ასაკში?! მაშინვე უნდა გვტაკებოდნენ და სქესი შეეცვალათ ჩვენთვის?!
– მითუმეტეს, როდესაც მოზარდს სკოლაში პირდაპირ ასწავლიან, რომ ის შეიძლება სულაც არც იყოს ის, რადაც დაიბადა და აქვს არჩევანის უფლება, ვინც უნდა, ის სქესი იყოს!
– ამიტომაც არის ძალიან საფრთხილო ეს სექსუალურ-გენდერული განათლება სკოლებში!
მე არ ვეწინააღმდეგები ბავშვისათვის ფიზიოლოგიის სწავლებს, მაგრამ, ბოდიში და, რატომ უნდა ვასწავლოთ 5 წლის ბავშვს, რა არის მასტურბაცია?!
– საქართველოშიც იყო მცდელობა გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამებით, ვიდეო-გაკვეთილებით ესწავლებინათ პატარებისათვის, რომ ანალური ხვრელი მხოლოდ ფიზიოლოგიისათვის კი არაა, ზოგიერთისათვის – სიამოვნების მიღების ორგანოაო! აღარაფერს ვამბობს იმ საერთაშორისო პროგრამებზე, სადაც პირდაპირ ასწავლიან ბავშვებს, რომ სექსი დასაშვები და ბუნებრივია, როგორც საკუთარი, ასევე საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთანო!
– იმიტომაც ვამბობ, რომ ამ ლიბერლურ დიქტატურას მუხრუჭები არა აქვს! ესენი არავის დაინდობენ – არც ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის და არც არატრაციული ორიენტაციის ადამიანებს! ვისაც ჰგონია, რომ ლგბტ უფლებების დამცველი პროგრესული ადამიანია, არც იმათ დაინდობენ და თუ სრულ მორჩილებას არ გამოუცზხადებენ და თუ სრულად არ დაემონებიან, მთელ ცხოვრებას გაუნადგურებენ!
ყველას გადაგვივლიან ამ ლგბტ დროშით! ამიტომაც ვამბობ, რომ ამ ლგბტ იდეოლოგიის ადგილი საქართველოში არ არის!
იცით, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, პირველ გეი-პარადებზე რა მოკრძალებულად ჩაცმულები გამოდიოდნენ? ვერც კი გაარჩევდით ჩვეულებრივი ადამიანებისაგან! ახლა, ნახეთ, სრულიად შიშვლები გამოდიან გეი-პარადებზე და ორგიებს აწყობენ საჯაროდ! თან, ბავშვები მიჰყავთ ამ პარადებზე და მათ თვალწინ ხდება ეს უბედურება!
ჰოდა, მინდა ვკითხო, ჩვენს ,,პრადვინუტ” ცნობად სახეებს – ეს გინდათ, საკუთარი შვილებისათვის?! და იცით, რომ თქვენ შვილებსაც გაგიზრდიან ამ ლგბტ-ორგიების მონაწილეებად?! და თუ ამას შეწინააღმდეგებით, მაგ საოცნებო მრავალათასიანი ხელფასებიანი სამსახურებიდან, უბრალოდ, ქუჩაში გაგაპანღურებენ?!
– დასავლეთის ქვეყნებში, ჩვეულებრივი მოვლენაა უკვე, ბაღებში და სკოლებში, ტრანგენდერი მასწავლებლების შეშვება – როგორც გეი-პარადებზე გამოდიან ქალებად გადაცმული კაცები, პირდაპირ იმ ფორმით მიდიან ბაღებსა და სკოლებში ბავშვებთან!
საქართველოში, რომ გაიძახიან მერე რა, ჩაიარონ ამ გეი-პარადზე, ჩვენ, ტრადიციული სექსუალური ორინტაციის ადამიანებს რაღა შეგცვლის და ვირუსივით, ხომ არ გადაგვედებაო, მინდა, ვუთხრა, რომ ძალიან გულუბრყვილოები ხართ!
– ან ძალიან სულგაყიდულები, რომლებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს პროპაგანდა სექსუალურად ჩამოუყალიბებელი მოზარდებისათვის კატასტროფული ფსიქოლოგიური ტრავმით და ცხოვრების განადგურებით შეიძლება დასრულდეს!
– – სწორედ მაგას ვამბობ: ეს ზრდასრულ ადამიანებს შეიძლება, არ შეეხოს, მაგრამ ბავშვებს?!
კანადასა და ამერიკაში, სადაც სკოლებში ფართოდ დაიწყო ამ გენდერული თეორიების შეტანა და ბავშვებისათვის ტვინის არევა, რომ შენ არ ხარ ის, რადაც დაიბადე, კატასროფულად მოიმატა სქესის შეცვლის სტატისტიკამ! გოგონებს ბიჭებად გადააკეთებენ და ბიჭებს – გოგონებად!
როგორც უკვე გითხარით, ფსიქოლოგები მაშინვე ჰორმონებით ჭყიპავენ ამ საბრალო ბავშვებს და გოგონებს მკერდის მოჭრის ოპერაციებსაც უფინანსებენ!
და პარალელურად, მთელი ბუმია უკან, სქესის დასაბრუნებელი თერაპიისა!
– ანუ ვინც ამ პროპაგანდის გამო, შეიცვალა სქესი და აღარ მოეწონა, ახლა, თავის პირვანდელი სქესის დაბრუნებას ცდილობენ!
– დიახ! ამ უბედურებისათვის გვსურს გავწიროთ ჩვენი შვილები?!
კიდევ ერთი ასეთი ,,ბრძნული არგუმენტი” აქვთ: აი, ეგენი ხომ ასეთად იბადებიანო!
არა, ბატონო, ასეთებად ერთეულები იბადებიან და აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ დაბადებიდან წლების შემდეგ ხდება ლგბტ!
თუ ტვინს აურევ ბავშვობიდანვე და თუ ჰორმონებით გაჭყიპავ, შეეცვლებად ფსიქოლოგიაც და ფიზიოლოგიაც, აბა, რა იქნება?!
– აგერ, ერთი ჩვენი ცნობილი ქართველი ბალერონი ცნობილი ქალების მუსუსი მაჩო იყო, მაგრამ მასში პერვერტობამ იმძლავრა და გეი გახდა! და არც ლეგენდარული ფრედი მერკური დაბადებულა გეიდ, ათასობით ქალი ჰყავდა საყვარლად და შემდეგ, ისიც, გარყვნილმა აღვირახსნილობამ გახადა გეი!
– მოკლედ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესიასთან ერთად, საქართველო გადავარჩინოთ ამ ტერორისაგან!
მე ეს ტერორი საკუთარი თვალით რომ არ მენახა, შესაძლოა, დღემდე ისევ ვარდისფერი სათვალე მკეთებოდა და ვერც დამენახა, რა უვერაგესი გეგმის განხორციელებას უპირებენ მთელს კაცობრიობას!
ამერიკას, კანადასა და ევროპას უკვე რა ეშველება, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენ აქ ეს ლგბტ-ტოტალიტალრიზმი არ უნდა დავუშვათ!
– ევროკავშირი და ამერიკა ღია ტექსტით გვიქნევენ თითს, საქართველოს მთავრობამ ევრო-ატლანტიკურ კურსს დიდი დარტყმმა მიაყენა, როცა გეი-პარადი უსაფრთხოდ ვერ ჩაატარებინაო!
– მე არც რუსეთის კოლონიობა მსურს და არც ამერიკა-ევროპისა! მე მინდა, ჩვენ ქვეყანაში, ქრისტიანული ტრადიციების მიხედვით ვიცხოვროთ და ამ ტრადიციებით გავზარდოთ მომავალი თაობები!
სექსუალური უმცირესობა ძალადობისაგან უნდა დავიცვათ, მაგრამ ეს ლგბტ იდეოლოგია საქართველოში ამთავითვე უნდა გავანეიტრალოთ, თორემ მივითებთ ისეთ ლიბერალურ საკონცენტაციო ჯოჯოხეთს, რომელიც ჩემი თვალით ვნახე კანადაში და რომელსაც გამოვექეცი საქართველოში!
არადა, სულ ერთი წლის წინ, საქართველო ძალიან არათავისუფალი ქვეყანა მეგიონა, სუპერ-თავისუფალ კანადფასთან შედარებით!
– გასულ კვირას, ამ თავისუფალ კანადაში, ჯერ დიდი ბრიტანეთის დედაფალ ელისაბედის ქანდაკება დაამხეს, შემდეგ კი, 6 კათოლიკური ეკლესია დაწვეს!
– სწორედ, ეს არის ლიბერალური დიქტატურა და ამისაგან უნდა დავიცვათ საქართველო!

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!