TaoNews.Ge

საქართველოში ვიზიტორების რიცხვი გაიზრდება

მხოლოდ 1 თვეში საქართველოს საზღვარი 45 068 რუსმა და 20 ათასზე მეტმა ბელარუსმა გადმოკვეთა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 430%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საზღვარი 45 068 რუსმა გადმოკვეთა.

წლიურად 1 577%-ით არის გაზრდილი საქართველოში შემოსული ბელარუსის მოქალაქეების რაოდენობაც. მიმდინარე წლის მარტში კი,  საქართველოს საზღვარი 20 029 ბელარუსმა გადმოკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებითვე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 229%-ით არის გაზრდილი ქვეყანაში უკრაინის მოქალაქეების შემოსვლის მაჩვენებელი. მარტის მონაცემებით, საქართველოში სულ 16 923 მოქალაქე შემოვიდა.

ცნობისთვის, მარტში საქართველოს საზღვარი სულ 701 740-ჯერ გადაიკვეთა (შემოსვლა-გასვლა). აქედან 65% უცხოელი იყო, 35% კი – ქართველი.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!