TaoNews.Ge

“მყისიერად მოხდა გამოძიების დაწყება და დაკავებულია რამდენიმე პირი”- სუსის ხელმძღვანელი დმანისის მოვლენებზე

“მყისიერად მოხდა გამოძიების დაწყება და დაკავებულია რამდენიმე პირი”- სუსის ხელმძღვანელი დმანისის მოვლენებზე

დმანისში მომხდარი დაპირისპირების გამო, რამდენიმე პირია დაკავებული, – ამის შესახებ სუსის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

„რეაგირება იყო სათანადო. მყისიერად მოხდა გამოძიების დაწყება და დაკავებულია რამდენიმე პირი. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ყველა ზომა გატარდა, მათ შორის დაკავება. ჯგუფებთან მუშაობდა როგორც შსს ისე სუსი.უფრო მეტი დაძაბულობა რაც მოსალოდნელი იყო განიმუხტა.

თუ ვინმე შეეცდება ამ საყოფაცხოვრებო პირობებზე დაწყებული კონფლიქტის გადაზრდა ეთნიკურ საკითხში, მკაცრად დაისჯება, ამას არ დავუშვებთ.

ხშირად კეთდება ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები. საფრთხე ყოველთვის ყველაფრის არსებობს, მაგრამ ახლა მინიმალიზებულია“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!