TaoNews.Ge

ამერიკაში თავისუფალი პრესა აღარ არსებობს -დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი – ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენს ქვეყანას ასე სუსტს ვნახავდი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს არაკომპეტენტურად მართავენ და ანადგურებენ.

„ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად ნადგურდება. ჩვენი ღირსება, ჩვენი სიძლიერე, მთავრდება და ნადგურდება. რთულია დაიჯერო. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენს ქვეყანას ასე სუსტს ვნახავდი“,- აღნიშნა ექსპრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობის პირობებში, აშშ „სუსტ, მერყევ და არაკომპეტენტურ ქვეყანას დაემსგავსა“.

„ჩინეთი გვკარნახობს პირობებს. რუსეთი გვკარნახობს პირობებს უკრაინასთან დაკავშირებით, ჩინეთი – ტაივანთან. კიმ ჩენ ინი რაკეტას რაკეტაზე გვიგზავნის. რაც მთავარია, ირანი ძალიან ერთობა ამით და აკეთებს იმას, რაც უნდა. ჩვენი ქვეყანა ჰგავს ქვეყანას, რომელიც სუსტია და არაკომპეტენტურად მართავენ“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!