თბილისი
ხუთ/27 აგვ./2026 11:33
თბილისი
Тростенец  большая боль Беларуси (ВИДЕО)

მსოფლიომ უნდა იცოდეს თუ რა გააკეთეს ფაშისტებმა და მათმა თანამზრახველებმა  დიდი სამამულო ომის დროს-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)

მსოფლიომ უნდა იცოდეს თუ რა გააკეთეს ფაშისტებმა და მათმა თანამზრახველებმა  დიდი სამამულო ომის დროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ..უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ მინსკში განაცხადა. სადაც ის  საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციაში ღებულობს მონაწილეობს , რომელიც ეძღვნება გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ გაეროს კონვენციის მიღების 77-ე წლისთავს.

“მე ვფიქრობ, რომ ახლა მთელმა მსოფლიომ უნდა გაეცნოს ფაშისტების მიერ ჩადენილ სისასტიკეს და ვფიქრობ, რომ გენერალური პროკურატურის ეს ინიციატივა (გენოციდის საქმის გამოძიება ) აუცილებელია ბელორუსიისა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის.”

..ბელარუსი საქართველოსთვის მეგობრული ქვეყანაა,  სიამოვნებით დავთანხმდი რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობის მიწვევას. დიდი სამამულო ომის დროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნაცისტების მიერ ორგანიზებული გენოციდისა და საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ ფაქტები მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელდეს.1941 წელს ფაშიზმი მოვიდა ევროპიდან, ახლა იგივე სიტუაციაა,  ფაშიზმი მოდის ევროპიდან და ამის მოწმენი ვართ უკრაინაში. ვფიქრობ, ამაზე ყველამ უნდა ისაუბროს”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

გაზიარება

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები