TaoNews.Ge

“მრცხვენია!ჩვენ გამოვავლინეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარს” – კანდელაკი პოზნერის ვიზიტზე

“მრცხვენია!ჩვენ გამოვავლინეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარს” – კანდელაკი პოზნერის ვიზიტზე

რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი  თინა კანდელაკი ტელეგრამზე წერს, რომ ქართველები სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან  და რომ რცხვენია იმის გამო, რაც თბილისში რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს მოჰყვა.

„მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ თბილისის სასტუმროში პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით მოხდა. ჩვენ, ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით სტუმართმოყვარეობით და შეიძლება, ბევრ რამეში შეიტანო ეჭვი, მაგრამ არა იმაში, რომ ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. ეს ჩვენი აღზრდისა და დამოკიდებულების ნაწილია ბავშვობიდან. ახლა კი ვხედავ, რომ ჩვენ გამოვავლინეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარს.

მან საქართველოს შესახებ უფრო ბევრი იცის, ვიდრე იმ ხალხმა, ვინც მოულოდნელად გადაწყვიტა, თავისი უპატივცემულობა გამოეხატა მის მიმართ”, – წერს კანდელაკი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!