TaoNews.Ge

რუსეთი არასდროს შეუერთდება “დიდ შვიდეულის” ფორმატს – ლავროვი

მომხრე ვართ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან”-ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აფხაზეთსა და ცხინვალს შორის დიალოგისთვის საჭირო მექანიზმები არსებობს, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს.

ლავროვის თქმით, რუსეთი საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის, “ურთიერთობის აშენების” მომხრეა.

“მომხრე ვართ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან. არის დიალოგის მექანიზმები, რომლებშიც ჩვენც ვმონაწილეობთ. საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ჟენევის მოლაპარაკებებში ახლა დასავლელი მონაწილეები ცდილობენ რომ დიალოგის ეს ფორმატიც იმის მძევლად აქციონ, რაც ახლა უკრაინის გარშემო ხდება. ფიქრობ, ეს ვულგარულია, არაპროფესიონალური. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ კონკრეტულ რეგიონში, რაც მათი პოლიტიკური წყენებითა და კაპრიზებითაა განპირობებული”, – თქვა ლავროვმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!