TaoNews.Ge

“მომწამლა, გამაუპატიურა და 200 ევრო მომპარა” – 21 წლის დანიელი ტურისტი გოგონა

21 წლის დანიის მოქალაქე აცხადებს, რომ სექსუალურ ძალადობამდე ის მოწამლეს. დაზარალებული „პირველებთან“ ყვება, რომ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ ბარში იმყოფებოდა, როდესაც უცხო მამაკაცი გაეცნო. ქალი ამბობს, რომ იმ დროს სასმელს სვამდა, შემდეგ კი არაფერი ახსოვს.

დანიის მოქალაქე ასევე პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობს.

– 21 რიცხვში ბარში ვიყავი, დავლიე, ამ დროს ერთ-ერთი მამაკაცი გამეცნო, გამომელაპარაკა და სმა გავაგრძელე. იმის შემდეგ არაფერი მახსოვს, მხოლოდ მეორე დღეს მახსოვს, რომ მასთან გავიღვიძე. მქონდა საშინელი რეაქცია, გამოვიძახე პოლიცია. ვფიქრობ, რომ მომწამლა, რადგან იმ ღამის არაფერი მახსოვს. პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში ვიკითხებოდი. მოძალადე ჩემს გვერდით ოთახში იჯდა. მათ ექსპერტიზა ვერ ჩამიტარეს, რადგან სამხარაულის ექსპერტიზა ისვენებდა, მხოლოდ ახლა ჩამიტარდა შესაბამისი პროცედურები, მაშინ, როცა სამი დღეა გასული და კვალი ალბათ არც კი მეტყობა.

პოლიციის დამოკიდებულებით ვგრძნობ, რომ არ აინტერესებთ საქმის გამოძიება, რადგან მათ მოძალადე იმ საღამოსვე გაათვისუფლეს, – აცხადებს დაზარალებული.
დაზარალებული მოძალადეს 200 ევროს მოპარვასაც ედავება.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!