TaoNews.Ge

საქართველოს NATO-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს – რუსეთის საგარეო უწყება

მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდება

მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ნიკუ პოპესკუმ ტელეკომპანია TV-8-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება შედარებით ძლიერი ეკონომიკის მქონე განვითარებადი სახელმწიფოებისთვის რთული გადაწყვეტილებაა.

მან აღნიშნა, რომ მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციებს არ შეუერთდება.
“მოლდოვამ ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ, გადაწყვიტა არ შეუერთდეს ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ამ პოზიციის დაცვას გავაგრძელებთ”, – აღნიშნა პროპესკუმ.

პოპესკუს თქმით, ეს გადაწყვეტილება მათ ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე მიიღეს, რადგან მოლდოვის ეკონომიკა ზედმეტად დამოკიდებულია რუსეთზე, მათ შორის, ენერგეტიკული მიმართულებით.

პოპესკუმ ასევე აღნიშნა, რომ დღეს კიშინიოვი მოსკოვთან დიალოგს აგრძელებს, რაც ძირითადად მოლდოვის იმ მოქალაქეების დახმარებას ეხება, რომლებიც უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!