TaoNews.Ge

მოკრივე ავთო ხურციძეს აშშ-ის ციხიდან 14 სექტემბერს გამოუშვებენ

მოკრივე ავთო ხურციძეს აშშ-ის ციხიდან 14 სექტემბერს გამოუშვებენ

ქართველი მოკრივე, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ხურციძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

,,მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე.

თავისუფლება ზუსტად ისეთია, როგორიც გახლავართ მე, გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ რამდენიმე დარჩენილი ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთ წლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში. რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს. ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ ასეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად ვარ კარიერის გასაგრძელებლად.

დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფაქცევით და დისციპლინის მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის“, – აცხადებს ავთანდილ ხურციძე.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!