თბილისის საბურთალოს წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგიის დოქტორი, ისტორიის დოქტორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ეპისკოპოსობა თუ გინდა კარგიაო, გვეუბნება მესამე ცის მხილველი დიდი პავლე, ოქრომქადაგებელს თუ დაუჯერებ ეპისკოპოსობა კი არა მღვდლობა აღარ მოგინდება, ხოდა რაღა ამის პასუხია და არ მოვიდა ის დრო, რომ ეკლესიამ პრაქტიკაში კვლავ აღადგინოს ცოლიანი ეპისკოპოსები. ის მიზეზები რატომაც აკრძალა იყო ეპოქალური დანიშნულების და საჭიროების. დღეს, ვფიქრობ, ცოლიან ეპისკოპოსს მეტი ბენეფიტის მოტანა შეუძლია, ვიდრე ბერს, რომელიც ფაქტობრივად ბერიც აღარაა ეპისკოპოსობის დროს – წესით არ უნდა ეცალოს ამისთვის. გრიგოლ ხანძთელი გაიქცა, როცა ეპისკოპოსობა დააძალეს. ცოლი რომ ყოლოდა სად ან როგორ გაიქცეოდა?თუკი ღირსეულები უარს იტყვიან კარგ საქმეზე, მაშინ ….არადა რა კარგი კრიტერიუმები იყო, დააკვირდებოდი კანდიდატის ოჯახს, ცოლს, შვილებს – მათ აღზრდა-ზრდილობას, თუკი ოჯახისთვის ვერ მოევლო დიდ სამრევლოს ვინ ანდობდა?
P.S.ეს ხუმრობით, მაგრამ არახუმრობითაც, ეკლესიას გააჩნია ხელმწიფება იმის, რომ წმინდა წერილისეული დებულება – ეპისკოპოსი ერთი ცოლის ქმარი იყოსო – გააუქმოს და ასევე აღადგინოს კიდევაც”, – წერს დეკანოზი ლევან მათეშვილი.