TaoNews.Ge

04.05.2021 / 11:56

მიხეილ სააკაშვილი- ქართველი ხალხისგან გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს

მიხეილ სააკაშვილი- ქართველი ხალხისგან გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს

„ვფიქრობ, საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება მთავრობა წელს.  პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და არ ვაპირებთ, მათ ქვეყნის განადგურების უფლება მივცეთ“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უცხოურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, მას საქართველოში „გასაგიჟებელი მხარდაჭერა“ აქვს.

„რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული. უბრალოდ გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის მე რეალურად გმირად ვთვლი. ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ის მოვა, თუ ის გადარჩება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსის შეფასება სხვადასხვანაირად შეიძლება და მისგან არასასიამოვნო რაღაცები მახსოვს, ის საერთო ჯამში გმირობის სიმბოლოა და ასეთი ხალხი ცოტაა და საჭიროა მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!