TaoNews.Ge

მიხეილ სააკაშვილი გახარიაზე – ერთ საწოლში გვეძინა და დიდი სიამოვნება მივიღეთ

მიხეილ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ და გახარიას პარტიის კოალიციას მიესალმება

„მივესალმები წალენჯიხაში საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, კორნელი სალიას არჩევას. ამით წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა და მერის ხელახალი არჩევნები თავიდან იქნა აცილებული“, – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის კორნელი სალიას არჩევას საპატიმროდან ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ბიზნესმენებს, მაქსიმალურად დარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში:

„ჩვენი პარტიის წარმომადგენელი გია ხარჩილავა რჩება წალენჯიხის მერად და ითანამშრომლებს ყველა წალენჯიხელთან და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან. მოვუწოდებ ქართულ ბიზნესებს, მაქსიმალურად გადარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში, ერთადერთ ადგილას საქართველოში, სადაც „ოცნებამ“ ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაცია ვერ მოახდინა. მივბაძოთ ტელეკომპანია „მთავარ არხს“ და მამუკა ხაზარაძეს, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ღარიბაშვილი თანახმაა დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს
კოპირება აკრძალულია!