TaoNews.Ge

“ეს გახლავთ მიზანმიმართულ ჭორი” – თალაკვაძე თბილისის მერობის კანდიდატობაზე

“ეს გახლავთ მიზანმიმართულ ჭორი” – თალაკვაძე თბილისის მერობის კანდიდატობაზე

მიზანმიმართული ჭორია ის, რომ მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებული ლიდერია და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ბევრ მოქალაქეს სურს რომ კვლავ კახა კალაძე იხილოს მერად მომავალშიც. თუმცა, პირველ რიგში ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში კამპანიის დაწყებისას საზოგადოებას წარვუდგენთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, არიან ადამიანები რომლებსაც ურჩევნიათ შეთქმულების თეორიები, მოგონილი სცენარები დაიჯერონ.

„ეს ის ხალხი გახლავთ, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ადამიანმა თანამდებობაზე მოსვლა ან წასვლა გადაწყვიტოს. ჩვენი გუნდის სტანდარტი გახლავთ, რომ თანამდებობები არავის თვითმიზანი არ გახლავთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!