TaoNews.Ge

მთავრობის ადმინისტრაციას გახარიას კადრები ტოვებენ

მთავრობის ადმინისტრაციას გახარიას კადრები ტოვებენ

ერთთვიანი მუშაობის შემდეგ კოტე ანანიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარაიამ ანანიაშვილი აჭარის პოლიციიდან 9 თებერვალს გადმოიყვანა და რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

წასვლისას განაცხადა, რომ მან განცხადება თავისი ნებით დაწერა.

კოტე ანანიაშვილს 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი შემცვლელი უკვე დანიშნა. დღეიდან რეგიონულ პოლიტიკას ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს.

დღეს განხორციელდა სხვა ცვლილებებიც: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.

შსს-დან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა ნინო გიორგობიანმა – ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!