TaoNews.Ge

“მე ტერორისტებთან საუბარს არ ვაპირებ” – ზელენსკი პუტინის წინადადებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უპასუხა, რომელმაც ზელენსკის ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვა ურჩია.

„მე ტერორისტებთან საუბარს არ ვაპირებ, ეს შეუძლებელია. გამოდის, რომ კრემლი ისევ აცხადებს, რომ რუსეთის ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე არ არის და პასუხისმგებლობას დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების” ლიდერებს ანიჭებს. ამის შესახებ ზელენსკიმ Financial Times-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას pravdatutnews.com ავრცელებს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მას სურს ვლადიმერ პუტინთან ორმხრივი შეხვედრის გამართვა და მას არა ადგილი, არამედ შინაარსი აწუხებს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკის შეთავაზებას დონბასში შეხვედრის ჩატარების შესახებ არ დაეთანხმა. პუტინმა ზელენსკი მოსკოვში მიიწვია. ასევე მან ურჩია უკრაინის პრეზიდენტს ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკების დაწეყბა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!