TaoNews.Ge

პროკურატურა: გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მივმართავთ

მე ვტოვებ მანდატს, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში – მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. როგორც ნიკა მელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ის მთლიანად ადგილობრივ არჩევნებზე იქნება გადართული.

“მე პირადად მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თხემით-ტერფამდე გადავდივარ ელენესთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად.

მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს რომ ისინი ამ ეტაპზე დარჩნენ ტექნიკურად ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ ქართულ ოცნებას”, – თქვა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!