TaoNews.Ge

მე გავიარე იმ დილით ეკლესიის წინ და ის ხალხი ნამდვილად არ იყო იქ სალოცავად შეკრებილი-სალომე ზურაბიშვილი 5 ივლისზე

“როგორც კი დაანონსდა, რო ქაშვეთთან ორი პარაკლისი გაიმართებოდა, მაშინვე ცხადი გახდა… მე გავიარე იმ დილით ეკლესიის წინ და ის ხალხი ნამდვილად არ იყო იქ სალოცავად შეკრებილი, ამიტომ ამისი აკრძალვა, როცა ხელისუფლება ხარ, და შესაძლებელია, რომ ეს გადაიზარდოს სხვა რამეში, აუცილებელია.

წესრიგის დაცვა არის პირველი მოვალეობა და სამწუხაროა, რომ ეკლესიის  ზოგიერთმა წარმომადგენელმა ამაში მიიღო მონაწილეობა თუნდაც განცხადებებით და კიდევ უფრო სამწუხაროა, როცა ვიცით, რომ პატრიაქრის მთელი ცხოვრება მიძღვნილი იყო იმისთვის, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარიყო, არც შიგნით ეკლესიაში და არც საზოგადოებაში. ეს არის მისი მთავარი საზრუნავი. დღეს რაც ეკლესიაში ხდება, ალბათ ეს არის მისთვის მთავარი ტკივილი” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ტვ “იმედთან.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!