TaoNews.Ge

“მე ახლა ეპიცენტრში ვარ და ვცდილობ სიტუაციის განმუხტვას” – დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

“მე ახლა ეპიცენტრში ვარ და ვცდილობ სიტუაციის განმუხტვას” – დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი “კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ საჭიროა შეხვედრა და მდგომარეობის დალაგება.

“მოლოდინი მაქვს, რომ ეს სიტუაცია დალაგდება. უდანაშაულო ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურად არ უნდა უსწორდებოდნენ. სპეკულაციებს აქვს ადგილი და ამას არ უნდა აყვნენ ადამიანები.

ვმუშაობთ, რომ საკითხი დალაგდეს და პასუხისგებაში მიეცნენ ის ადამიანები, ვინც დამნაშავეები არიან.

ამ ეტაპზე დაზარალებული არავინ არის. მე ახლა ეპიცენტრში ვარ და ვცდილობ სიტუაციის განმხუტვას, ახალგაზრდები უნდა დასხდნენ უფროსებთან, დავსხდეთ ერთად და ვისაუბროთ. ვეცდები ამ ადამიანებს დაველაპარაკო და ეს ურთიერთობები დალაგდეს.

მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის დარეგულირებას, ვისაც საუბარი და მოსმენა შეუძლია, ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტონ.

ყველა ადამიანს, ვისაც შევხვდი გუშინ, სახლში სხედან და გამოძიებას ელოდებიან,”- აღნიშნა გიორგი ტატუაშვილმა “კურიერის” ეთერში

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!