TaoNews.Ge

18.07.2021 / 14:09

მე არასდროს არც ვყოფილვარ და არც ვიქნები პრორუსული – ნინო ბურჯანაძე

მე არასდროს არც ვყოფილვარ და არც ვიქნები პრორუსული – ნინო ბურჯანაძე

მე არასდროს არც ვყოფილვარ და არც ვიქნები პრორუსული…პრორუსულობა დაერქვა იმას, რომ მე ვამბობდი, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს, რაც არ უნდა რთული იყოს ჩვენთვის და არაპროგნოზირებადი, ლაპარაკი ყველასთან საჭიროა, – ასე უპასუხა “ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტის კითხვას პრორუსული განწყობებისა და იდეოლოგიის გატარებასთან დაკავშირებით.

“ადრე აღვიქმებოდი ასე, ახლა აღარ … მე როგორც ვიყავი საქართველოს დამოუკიდებლობის, ნამდვილი სუვერენიტეტის, დემოკრატიის, მედიის თავისუფლების მომხრე, ისე ვარ ახლაც. მე შემთხვევით არ მითქვამს, 10 წლის წინაც, 20 წლის წინაც, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, მედიის თავისუფლებისთვის ძალიან ბევრი რამ გავაკეთე. სხვათა შორის, დახურული მაესტრო თავის დროზე, მე აღვადგენინე, ისევე როგორც დახურული იმედი მე ავამუშავე.

რაც შეეხება რუსულ ნარატივს,  ეს ძალიან კარგად მოირგეს ჩემმა ოპონენტებმა, სამწუხაროდ მედიამაც ამას მხარი აუბა, ნუ, ალბათ, რაღაცაში ჩემი დანაშაულიც იყო, რომ ბოლომდე ვერ ავხსენი რას ვგულისხმობდი. მე არასდროს არც ვყოფილვარ და არც ვიქნები პრორუსული და მე ეს რუსეთის ტელევიზიებში მაქვს ნათქვამი 100 მილიონი კაცის წინაშე. მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები პროქართული, ქართული საქმის მკეთებელი. უბრალოდ, რატომღაც პრორუსულობა დაერქვა იმას, რომ მე ვამბობდი, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს, რაც არ უნდა რთული იყოს ჩვენთვის და არაპროგნოზირებადი, ლაპარაკი ყველასთან საჭიროა. რაც შეეხება ამათ ქმედებებს ეს ძალიან მარტივი გზაა ძალაუფლების მაქსიმალურად ხელში ჩაგდების. ეს გზა საქართველოში კი არა მარტო, რუსეთშიც კი კრიტიკის საგანი ხდება, იმ ფონზე როცა ყირიმი დააბრუნა პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში და ამათ ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ საქართველოს სასიკეთოდ და მით უფრო, არავინ აპატიებს არანაირ გადახვევას რაიმე გზიდან”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!