TaoNews.Ge

მეხის დაცემის შედეგად ნინოწმინდაში 500 ცხვარი დაიხოცა

მეხის დაცემის შედეგად ნინოწმინდაში 500 ცხვარი დაიხოცა

ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ტამბოვკასთან მდებარე ე.წ. საზაფხულო საძოვრებზე დაახლოებით 500 სული ცხვარი დაიხოცა. 

საძოვარზე სულ 1500-მდე სული ცხვარი იყო. დღეს დილით დაითვალეს და მკვდარია დაახლოებით 500 სული. აქედან 150 ადგილობრივ ფერმერს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი კახეთიდან იყო გადმორეკილი და საგარეჯოელი მწყემსები მწყემსავდნენ

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!