TaoNews.Ge

საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე გადადგა

საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე გადადგა

საპატრიარქოს წ.მ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის, სერგო ვარდოსანიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტი მის გარდა დეკანმაც დატოვა. როგორც ვარდოსანიძე ამბობს, გადადგომის მიზეზი მეუფე იაკობთან განსხვავებული ხედვებია.

ვარდოსანიძის თქმით, მან განცხადება პატრიარქთან უკვე შეიტანა, როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ საპატრიარქო მის გადაწყვეტილებას არ დააკმაყოფილებს, ის თანამდებობას, მისი ნებით, მაინც დატოვებს.

“პატრიარქთან შეტანილი მაქვს გადადგომის განცხადება. განსხვავებული ხედვა სასწავლო, აკადემიური და უნივერსიტეტის პერსპექტიულ განვითარებაზე. მეც გადავდექი და გადადგა დეკანიც. შეუძლიათ თქვან, რომ არ დავაკმაყოფილებო, თუმცა მე მაინც არ დავრჩები. ეს ის თემაა, რომ მიბრუნება არა, მე არ ვარ ახლა იმ ასაკში, რომ მივბრუნდე, განა ეს ჩემი გაბუტვისაა, მე სხვა შეხედულება მაქვს, იმას სხვა შეხედულება აქვს”,- თქვა სერგო ვარდოსანიძემ “მთავართან” სატელეფონო კომენტარისას.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!