TaoNews.Ge

“ამ დადგმულ სპექტაკლებს რეჟისორიც ჰყავს და  სცენარისტიც ! იმ ადამიანის მიმართ ვინც ყველაზე მეტად მიუღებლად იქნება, გამოვიყენებთ კანონიკურ ხერხს რათა დაცხრნენ! დააყენონ ენა!”- მეუფე სტეფანე

მეუფე სტეფანე – ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა

ახლა, რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია – კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა , – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა, რომელსაც წაჩხურუს მამათა მონასტერში განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ.

“გილოცავთ მთავარანგელოზობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით სიკეთით, სიბრძნით სიმართლით. იმ ხალხსაც ვულოცავ და თქვენ თვითონ ხედავთ თითოეულ ნაბიჯზე ვლოცავ მათ, მართლა მთელი გულით ვულოცავ, მინდა რომ შინაგანი სიმშვიდე ჰპოვონ და უფლის გზა დაინახონ და მივიდნენ უფალთან. ახლა რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია. კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა. თუ მათ რამის გამოხატვა უნდა ლოცვით უნდა გამოხატონ, სიყვარულით გამოხატონ. მე არავის ვებრძვი, მე მინდა მათი სიკეთე, მე მინდა მათი ოჯახების სიკეთე, მინდა რომ ისინი ღვთის წინაშე ლოცვით დადგნენ და ლოცვა-კურთხევა მიეცეთ, რომ ნორმალურად იმსახურონ ეკლესიაში. არ მინდა მათი ცუდი და ღმერთმა და მთავარანგელოზებმა მისცენ მათ ეს მადლი, რომ ეს გააკეთონ”,- განცხადა მეუფე სტეფანემ.

 

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრი საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან
კოპირება აკრძალულია!