TaoNews.Ge

მეუფე სტეფანეს შეტყობინების საფუძველზე  ჭყონდიდის ეპარქიასთან პოლიციაა მობილიზებული

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიასთან პოლიციაა მობილიზებული. ტერიტორიაზე ჟურნალისტებს არ უშვებენ. სამართალდამცველები იქ მეუფე სტეფანეს შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, რომელმაც მედია ეპარქიაში უნებართვოდ შეჭრაში დაადანაშაულა.

ცნობილი ხდება, რომ ამ შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ჟურნალისტები გამოკითხვაზეც დაიბარეს.

პოლიციის მისვლამდე მედიას მუშაობაში ხელს მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები და მისი დაცვაც უშლიდა. არსებული ინფორმაციით, მათ დავალება, ტერიტორიიდან გაეყვანათ ჟურნალისტები, გარდა საპატრიარქოს ტელევიზიისა, სწორედ მეუფისაგან მიიღეს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!