გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე სტეფანემ დედაო სოსანა წინამძღვრობიდან გადააყენა.
დედაოების თქმით, მღვდელმთავარმა თათბირი ჩუმად მოიწვია და მათ მხოლოდ 10 წუთით ადრე შეატყობინა.
დედა სოსანამ კი თათბირი პროტესტის ნიშნად დაწყებისთანავე დატოვა.
“მეუფე სტეფანემ დამსაჯა უკანონოდ, ან უნდა გადავეყენებინე წინამძღვრობიდან, ან უზიარებლობით დავესაჯე, მან ორივე ხერხი გამოიყენა. მე უბრალოდ კითხვებს ვსვამდი, როდის ჩაინიშნებოდა გაფართოებული კრება სინოდის და როდის განიხილავდნენ პატრიარქის წინაშე წაყენებულ ბრალდებას. სანამ ამ ბრალეულობის ქვეშაა, ვერ მოვიხსენიებთ უწმინდესად და უნეტარესად…
მე ვასრულებ სახარების მცნებას!”- ამბობს დედა სოსანა