TaoNews.Ge

12.06.2021 / 21:55

„რა გამოდის, მთელი საქართველო მივცეთ თურქეთს, სპარსელებს, რუსებს და უცხოელებს?“ – მეუფე სპირიდონი

მეუფე სპირიდონი: „ეს ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდებზე, მათ ცნობიერებას უცვლიან, ფორმატირებას უკეთებენ“

სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს:

-„გვსურს გავაკეთოთ განცხადება ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მოვლენებთან დაკავშირებით. მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, – პირველკურსელი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან. რაც, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, ეს ახალგაზრდა არის ლუკა ხაჩიძე, რომელიც პანსიონატში იქნა მიღებული რამდენიმე დღის იყო, დედა ეკლესიამ ის გაზარდა, თავს ევლებოდა, არაფერი არ აკლდა, სკოლა დაამთავრებინა, უნივერსიტეტში მოაწყო.

გაოცებული ვართ, რამ აიძულა, რამ შეუცვალა გონება, ასე რომ მოიქცა, თურმე ლომჯარიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს ურეკავდა, მათთან ჰქონდა მოლაპარაკება. რა შეეძლო ეკლესიას მეტი გაეკეთებინა, გაოცებული ვართ, რამ შეუცვალა გონება. ჩვენ ვთვლით და ვაცხადებთ, –  ეს ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდებზე, მათ ცნობიერებას უცვლიან, ფორმატირებას უკეთებენ, ფაქტობრივად რა გამოდის, ყველაფერი მიიღო ბავშვმა, ეკლესიამ ყველაფერი მისცა და შეუტრიალდა და ეკლესიას მტრად გაუხდა. მახსენდება გამოთქმა, “დედას დავახრჩობ, გავგუდავ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამას,” – როგორც ჩანს ისინი ასეთი თაობის შექმნას აპირებენ, – ეს ძალიან საშიშია. ერი ფეხზე უნდა დადგეს, ასეთი თაობა რომ არ მივიღოთ.

მინდა მოგახსენოთ, მიდის აქტიური პროცესი სოცმუშაკების, დაახლოებით 10 სოცმუშაკი იყო ყოველდღიურად, ზოგჯერ მეტიც, გაკვირვებული ვიყავით, რა საჭირო იყო ამდენი … ბავშვები ამბობენ, ქტიურად მიმდინარეობს ბავშვების გადაბირების პროცესი, პანსიონი რომ დაატოვებინონ. რატომ სჭირდებათ, რატომ აწყობთ, ჩვენ პასუხი ცალსახად გვაქვს, პირველი ის, რომ ნინოწმინდაში ქართული ელემენტი, ქართული გენი, მენტალიტეტი აღარ იყოს. ეს ბავშვები იქ თუ აღარ იქნებიან, ცხადია ქართული სკოლა დაიხურება. მეორე ის, რომ არ უნდათ ბავშვები ეკლესიაში იზრდებიან, მაშინ თავის იდეოლოგიას, რომელიც არის გენდერული იდეოლოგია და მასიური სოდომიზაციას თეორია, რომელიც მთელ მსოფლიოში თითქმის გაკეთებული აქვთ და უნდათ, საქართველოში ეს დაამკვიდრონ, ნუ იყოფინ! ნუ იყოფინ ეს ჩვენთან! ერი ფეხზე უნდა დადგეს. ჩვენ უარი ვუთხარით ლომჯარიას იმის გამო, რომ ის აქტიურ ლეგებეტე პროპაგანდას აწარმოებდა სოდომურ პროპაგანდას, ახლა შევიდა “უნისეფი” და “ვორლდ ვიჟენი”, რომელიც უარესი თუ არა, უკეთესი არ არიან ლომჯარიას სამსახურზე, ესენიც ლეგებეტე პროპაგანდისტები არიან მსოფლიოს მასშტაბით,

ზოგიერთი ამბობს, – კომპრომისზე თუ არ წავალთ, ისინი ეკლესიას დააზიანებენო, იმის გამო, რომ იმათმა რამე არ მოუწიონ, შენი ხელით ანგრევ? ეს იდეოლოგია არის მავნებლობა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, მტკიცედ დავდგეთ, რომ არ გადაგვაგვარონ ქართველები“.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

“აიისამ” საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
კოპირება აკრძალულია!