TaoNews.Ge

მეუფე საბა – დღეს კოვიდთან ბრძოლაში წვლილის შეტანა სწორედ აცრაა, ამას გვეუბნებიან ექიმები და უნდა მოვუსმინოთ მათ

მეუფე საბა – დღეს კოვიდთან ბრძოლაში წვლილის შეტანა სწორედ აცრაა, ამას გვეუბნებიან ექიმები და უნდა მოვუსმინოთ მათ

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი covid19-თან ბრძოლაში და მე ვფიქრობ, დღევანდელ დღეს, კოვიდთან ბრძოლაში წვლილის შეტანა სწორედ არის აცრა, ამას გვეუბნებიან ექიმები და ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მათ, – განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ (ინწკირველი) ვიდეომიმართვისას.

მისი თქმით, ვაქცინაცია არაა საღვთისმეტყველო საკითხი და სასულიერო პირების ნაწილი არ უნდა ცდილობდნენ ვაქცინის დემონიზებას.

„კორონავირუსი არის ფიზიკური დაავადება და არა სულიერი დაავადება. ეს არ უნდა განვიხილოთ როგორ საღვთისმეტყველო საკითხი, ესაა სამედიცინო საკითხი. სამწუხაროდ, არის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ვირუსის დემონიზებას ახდენენ და მათი სიტყვით შეიძლება ადამიანები მოკვდნენ. მოკვდნენ იმის გამო, რომ დაუჯერონ მათ სიტყვას, არ აიცრან და გახდნენ ამ საზარელი ვირუსის მსხვერპლი ხორციელად.

უნდა ავიცრათ იმიტომ, რომ როცა ავიცრებით ჩვენი ორგანიზმი ქმნის იმუნიტეტს, რათა ადვილად გადავიტანოთ კოვიდი. ამას გვიხსნიან ექიმები, არ გვეუბნებიან, რომ არ დაგვემართება თუ ავიცრებით. ჩვენ ყური უნდა ვუგდოთ ექიმებს. შეუფასებელია მათი შრომა და მათი ფასი, რასაც ამ ორი წლის მანძილზე აკეთებენ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მოვუსმინოთ ექიმებს, რადგან ეს არ არის რელიგიური საკითხი“, – განაცხადა მეუფე საბამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!