TaoNews.Ge

ჩამოვიტან ექსპერტიზის დასკვნას და შუბლზე აგაკრავთ ამ ფურცელს-,,ფორმულას” ჟურნალისტი მეუფე იოანეს ემუქრება

მეუფე იოანე – მიხეილ სააკაშვილი არც მარხულობდა და არც შიმშილობდა

ქუთაის-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არც შიმშილობდა და არც მარხულობდა.

„ჩვენ ვიცით, რომ გადატანილი ოპერაციის შემდეგ დამზოგავ რეჟიმში იკვებებოდა. ეს არც მარხვაა და არც შიმშილობა. ეს მისი ჯანმრთელობისთვის იყო განკუთვნილი“-აღნიშნულის შესახებ მეუფე იოანემ ჟურნალისტებს მეტეხის ხიდზე პარაკლისის შემდეგ განუცხადა.

მეუფის თქმით, ექსპრეზიდენტის  კუჭის ოპერაციის შესახებ საექიმო დასკვენებით დასტურდება  და  დასავლეთიც ინფორმირებულია. გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის შესახებ, რომელმაც სააკაშვილი აზიარა  და მის კვების რეჟიმს მარხვა უწოდა, აღნიშნა, რომ მან ექსპრეზიდენტი თავისი მოსაზრებით აზიარა და არა, პატრიარქის კურთხევით.

„მეუფე ეტყობა ინფორმირებული არ იყო, ეს მისი კერძო აზრი იყო, რადგან მან ახსენა, რომ პატრიარქის კურთხევით აკეთებს ყველაფერს, ამიტომ საპატრიარქო უნდა გამოხმაურებოდა, რომ ეს სიტყვები პატრიარქის კურთხევით არ იყო ნათქვამი“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უსმენს თუ არა ხელისუფლება პატრიარქს და ეკლესიას, მაღალმა იერარქმა უპასუხა, რომ ზოგ რამეში უსმენს და ზოგ რამეში-არა.

„ჩვენი ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი, იმ პოლიტიკური გარემოსგან, რომელშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა. ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით მრავალი ქვეყნის ინტერესი იკვეთება, ხანდახან მისი პოლიტიკა ან მისი ნაბიჯი  შეიძლება არ ემთხვეოდეს პატრიარქის ნათქვამს, მაგრამ ეს არ ნიშნავს  პატრიარქთან დაპირისპირებას და წინააღმდეგობას“- აღნიშნა  მიტროპოლიტმა.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მიხეილ სააკაშვილი აზიარა და ის საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ფიგურებს შეადარა. მოგვიანებით, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მიტროპოლიტი ნიკოლოზი გარკვეულწილად გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!